რევაზ სოხაძე ახალგაზრდებს შეხვდა

თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნების" მხრიდან სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატი, რევაზ სოხაძე ახალგაზრდებს შეხვდა.

მან ახალგაზრდებს გააცნო ყველა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელდა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

რევაზ სოხაძის ინფორმაციით, ბოლო 4 წელიწადში 2 523 კვმ ფართობზე აშენდა სპორტული მოედნები, მოეწყო რეკრიაციული სივრცეები დასხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე. სოხაძის თქმით, ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი ახლებური ხედვით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და კრეატიული იდეებით არაერთი წარმატებული პროექტი შესთავაზოს მუნიციპალიტეტს. ახალგაზრდები სამგორის რაიონში მეტი სპორტული მოედნისა და ახალი რეკრიაციული სივრცეების მოწყობის ინიციატივით გამოვიდნენ.

შეხვედრას თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ჟორჟოლიანიც ესწრებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა