გიორგი გახარია ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე - „არიფები“ არიან, რომ ჰგონიათ, ამ პლაკატებით ფონს გავლენ

„არიფები“ არიან, რომ ჰგონიათ, რომ ამ პლაკატებით ფონს გავლენ,- ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმ ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მსგავსი ბანერების გაკვრა „ქართული ოცნების“ „ამორალური კამპანიაა“.

„ეს არის ამორალური კამპანია, რომელიც „ოცნება“ საარჩევნოდ ატარებს. უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის. მორალს მიღმაა ეს ყველაფერი. პოზების დაჭერა, მე რა შუაში ვარ - მაგარი „არიფები“ არიან, როგორი „არიფები“ არიან იცით?! ისეთ „არიფები“ არიან, ასეთ რაღაცას რომ აკეთებენ და მერე გამოვლენ და იტყვიან, მეც არ მომწონსო. ამორალობის დონე და ფსკერია, იმის ნაცვლად, რომ ხალხს ვესაუბრებოდეთ კომუნალურ საკითხებზე, მუნიციპალურ სერვისებზე, გზებზე, ტრანსპორტზე და კიდევ სხვა რამეზე. ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნება“ გვაბრუნებს წარსულში და იმ წარსულში იყვნენ „ნაცები“, მაგრამ თბილისს ვერ მოატყუებენ. იმიტომ არიან „არიფები“, რომ ჰგონიათ, ამით გამოძვრებიან, მაგრამ ვერ გამოძვრებიან“,- განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, მსგავსი შინაარსის ბანერები წინა არჩევნებზე მმართველ გუნდში მისი ყოფნის დროსაც გავრცელდა, გახარაია ამბობს, რომ მაშინაც თვლიდა, რომ ამ პლაკატებს „ქართული ოცნებისთვის“ პლუსები არ ექნებოდა.

„მაშინაც ვთვლიდი, რომ ამ პლაკატებით ფონს ვერ გახვიდოდი, არაფერი ამით პლუსი არ იქნებოდა. ერთი და იგივე შეცდომას ათჯერ რომ გაიმეორებ და თან გგონია, რომ ამით თბილისს რამეს მოატყუებ, „არიფი“ ხარ, აბა რა ხარ?“- განაცხადა გახარიამ.

ლევან ცუცქირიძე - ყველაფერზე მანტრასავით გამეორება - „აბა ომი გინდათ?“, სინამდვილეში ევფემიზმია და „მე რუსეთთან მინდას“ ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება
მოასწარი დეკემბერი - სამომხმარებლო სესხზე „ლიბერთის“ ახალი აქცია დაიწყო
„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს