გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი ამ ცილისწამების, სიბინძურის ჭაობში დარჩენას გვიქადის, ჩვენ ამას არჩევნებზე მისვლით და მათი დამარცხებით უნდა ვუპასუხოთ

გულწრფელ უთანხმოებას კი არ აქვს ადგილი, თუნდაც მნიშვნელოვან საკითხებზე, უბრალოდ ერთმანეთში პერსონალური დაპირისპირებაა და ამ დაპირისპირებისას არც პოლიტიკურ ღირებულებებს აქვს მნიშვნელობა, არც ქვეყნის მომავალზე რაიმე ხედვას, უბრალოდ ცილისწამებისა და სიბინძურის ნიაღვარია, ამ ჭაობში უნდათ, რომ ჩაგვფლოს და ამიტომ მთლიანად ეგ რეჟიმი უნდა დავამარცხოთ ამ არჩევნებზე მისვლით,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი გახარიას შორის ურთიერთდაპირისპირებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისა და გიორგი გახარიას ურთიერთობა იმ გახრწნის დასტურია, რასაც „მთელ ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმი უქადის“.

„ივანიშვილის გარემოცვის და გახარიას ერთმანეთთან ურთიერთობა, რომელიც იმავე რეჟიმის პროდუქტია, არის დასტური იმ გახრწნისა, რასაც უქადის ივანიშვილის რეჟიმი მთელ ქვეყანას. „მოსულა“, რომ გუშინ, რასაც ადამიანზე იძახდი, დღეს გადათქვა და თან უთხრა პირდაპირ ხალხს - გუშინ გატყუებდითო. იქნებ ამ ნიაღვარით გადაფარო ერთმანეთზე ცილისწამება თუ სიმართლე და დაამკვიდრო უზნეობა, როგორც სტანდარტი. ამის მაგალითი არის ღარიბაშვილსა და გახარიას შორის აზრების ურთიერთგაცვლა. იმ ამბავზე, რომელზეც წინ გადაეფარნენ, რომლის თანამონაწილეებიც ყველანი იყვნენ, დღეს ამხელს. რამე გულწრფელ უთანხმოებას კი არ აქვს ადგილი, თუნდაც მნიშვნელოვან საკითხებზე, უბრალოდ ერთმანეთში დაპირისპირებაა პერსონალური და ამ დაპირისპირებისას არც პოლიტიკურ ღირებულებებს აქვს მნიშვნელობა, არც ქვეყნის მომავალზე რაიმე ხედვას, უბრალოდ ცილისწამებისა და სიბინძურის ნიაღვარია. უნდათ, რომ ამ ჭაობში ჩაგვფლოს და ამიტომ უნდა დავამარცხოთ მთლიანად ეს რეჟიმი ამ არჩევნებზე მისვლით, ეს არის „ევროპული საქართველოს“ ამოცანა.

არაფერი სათქმელი ამ რეჟიმს და ამ კაცს, გარდა იმ გზავნილისა, რომ ჩვენ ასე ვაპირებთ - ამ პუტინისტურ ჭაობში ჩაგახრჩოთ და მე ვიყო ძალაუფლებაში, არ აქვს და ამისთვის იყენებს ყველა ამ მეთოდს. ამ ყველაფერს პასუხი გაეცემა არჩევნებზე, როდესაც მოქალაქეები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ბოკერიამ .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა