კახა კალაძე - 20 ივნისის მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები არსებობს და არსებობდა მაშინაც

20 ივნისის მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით, კონკრეტული კითხვები არსებობს და არსებობდა მაშინაც, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნულ აქციაზე მოქალაქეთა გულწრფელი პროტესტი პოლიტიკოსებმა სათავისოდ გამოიყენეს.

„ძალიან ცუდი იყო ყველაფერი, რაც მოხდა. მძიმე სანახავი იყო 20 ივნისის ღამე. არ იყო სწორი ამ ღონისძიების პარლამენტში ჩატარება, არ იყო სწორი იმ ადამიანის საქართველოში შემობრძანება, არ იყო სწორი ის თუ როგორ ჩატარდა ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ პარლამენტში შევარდნას, ეს ყველაფერი ცუდი სანახავი იყო და ახლაც რომ ვიხსენებ, ძალიან გულდასაწყვეტია. იმ ადამიანების აღშფოთება, ვინც მართლა გულწრფელად იყო მისული და აპროტესტებდა სხვა რამეს, ძალიან ცუდად სცადეს პოლიტიკოსებმა ამის გამოყენება, რაც განპირობებული იყო პარლამენტში შევარდნით და ეს ძალიან ცუდი სანახავი იყო“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირება სრული სიზუსტით წარიმართა.

„ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული იყო. რამდენიმე პოლიციელის მისამართით სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ასევე კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ, კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩართული იყო პარლამენტში შევარდნაში, თუმცა მათთან დაკავშირებით პარლამენტმა ამნისტია მიიღო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა