ვერაზე მოკლული კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს - გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით, არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს, ნუ აკიდებთ ბავშვს ცოდვებს

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა აღნიშნავს, რომ მის ძმისშვილს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არასოდეს ჰქონია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაწყნარდება სიტუაცია და მტყუან-მართალი გაირკვევა.

„პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. მადლიერი ვართ თქვენით, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით. არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩვენს ოჯახს. ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს სამშობლოში და ამ შუაგულ ქალაქში ხუთი შვილით არ აცხოვრებდა. მთელი ნათესავები ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ და არანაირი საფრთხე არ გვიგრძვნია, არასოდეს არავისი შეგვშინებია, იმიტომ, რომ ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. დაწყნარდება სიტუაცია და მტყუან-მართალი გაირკვევა“, -განუცხადა გარდაცვლილის მამიდამ ნანი კვარაცხელიამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ვერაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ადამიანს ეძებს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ვერაზე, ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი პირის მიმართ ბრალის წარდგენის თაობაზე დადგენილება გამოტანილია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს