ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

მმართველი გუნდიდან თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ძველი ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა.

ირაკლი ხელაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ნაძალადევის რაიონის ამომრჩევლებთან. დღეს ნახალოვკის მოსახლეობას შევხვდით. ვიმსჯელეთ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე, მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი საჭიროებები იქნა გაჟღერებული. შევთანხმდით, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში, ყველა საკითხი იქნება განხილული და ეტაპობრივად იქნება გადაჭრილი", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

კანდიდატთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები მიხეილ ამაშუკელი და დავით ჭელიძე ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა