გიორგი ვაშაძე - ჩვენი ბაში-იანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი 8 საათი უკანონოდ იყო დაკავებული და მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა - მოვითხოვთ „ქართული  ოცნების“ იმ წევრების დაკავებას, რომლებიც ჩართული იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბაში-იანეთში მათი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა საკანდელიძე უკანონოდ გაიტაცეს რამდენიმე საათის განმავლობაში და მუქარის, ზეწოლის შედეგად აიძულეს, რომ კანდიდატურა მოეხსნა.

როგორც მან ოფისში განაცხადა, აღნიშნულ დანაშაულში სავარაუდოდ ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

ის მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათ დასჯას მოითხოვს.

"სისტემურ საარჩევნო დანაშაულში ჩართული არიან კრიმინალები, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი, საოლქო-საარჩევნო კომისია. გუშინ, 8 საათის მანძილზე უკანონოდ იყო დაკავებული ნიკა საკანდელიძე, სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მას დაეწერა განცხადება და მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატურა მოეხსნა. ის არის 4 შვილის მამა და მას საკუთრი შვილებით ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ, შენი შვილები აქ თამაშობენ სტადიონზე და ა. შ. კონკრეტული მუქარა განხორციელდა არა მხოლოდ მასზე, არამედ მის შვილებზეც. საბოლოოდ, მას აიძულეს ამ რამდენიმე საათის ზეწოლის შემდეგ დაეწერა განცხადება. ეს განცხადება დაიწერა სამტრედიაში, "ქართული ოცნების" შტაბში, შემდგომ ეს განცხადება გადაეცა საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივანს. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, რომ მან კანდიდატურა მოხსნა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი ვეძებდით მას და ბოლოს, დაახლოებით 5-6 საათზე ვიპოვეთ ეს ადამიანი. მან სრულად აღწერა ის ინფორმაცია, რაც მოხდა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც ჩადის "ქართული ოცნება", კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია სამტრედიაში. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ განცხადების გაუქმებას“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ნიკა საკანდელიძე მზად არის ყველა ის პირი ამოიცნოს, ვინც მის მიმართ სავარაუდო ზეწოლა განახორციელა.

„ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დაკავებას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ დაკავებას „ქართული ოცნების“ შტაბის იმ წევრების რომლებიც ჩართული იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემაში. საოლქო-საარჩევნო კომისიიდან დაუყოვნებლივ მოვითხოვთ იმ ადამიანების გათავისუფლებას, ვინც „შეხმატკბილებულად“ მოქმედებდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე მივმართავთ სახალხო დამცველს და ყველა ინსტიტუციას იმისთვის, რომ დაცული იყოს ნიკას უფლებები.

როგორც ჩანს, ეს არ არის ერთადერთი პრეცედენტი, მაგრამ ამ ადამიანმა დღეს გამოიჩინა ვაჟკაცობა, უკან არ დაიხია და ღიად აპირებს ამ ყველაფერზე საუბარს. ბევრი ადამიანი, ვინ ჩართული იყო, მან სახელები და გვარები არ იცის, მაგრამ ფიზიკურად აბსოლუტურად ყველას ამოიცნობს, რადგან მთელი ამ პერიოდის მანძილზე მასზე მიდიოდა ტერორი. ის იყო ფაქტობრივად გატაცებული და შემდგომ უკანონოდ დაკავებული „ქართული ოცნების“ ოფისში, სამტრედიის რაიონში. აი, ეს არის ის მძიმე რეალობა, რაც იყო. სისხლის სამართლის დანაშაულია ადამიანის გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, იძულება, რომ მას განცხადება დაეწერა. ეს ყველაფერი ხდება სამტრედიაში, ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში“,- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა