მეუფე გრიგოლი ფარულ ჩანაწერებზე - ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის შეფასებით, ფარული ჩანაწერების გაკეთება სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და ამან შესაძლოა ადამიანებში კიდევ უფრო მეტი უნდობლობა და დაპირისპირება გამოიწვიოს.

მიტროპოლიტის განმარტებით, ადამიანები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ ფაქტს, რომ „ტოტალურად ყველას უსმენენ“.

ამასთან მიტროპოლიტი გრიგოლი იმედს გამოთქვამს, რომ თუ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული ფაქტი „სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი მოქმედების გარეშე გადავიტანეთ, ეს სამომავლოდ ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება“.

„მე გასულ საუკუნეში დავიბადე, ეს იყო ტოტალიტარული სისტემა, იქ ვიცოდით, რომ ისმინებოდა ყველაფერი და თავისთავად ცხადია ადამიანები გარკვეულ თემებზე, რომლებიც შესაძლოა მეტნაკლებად ვიღაცის ინტერესის საგანი გამხდარიყო, ჩურჩულებდნენ ხოლმე. სამწუხაროდ, მსგავსი რამ დღესაც შეინიშნება. ადამიანები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საშინელებას, რომ ზოგადად ტოტალურად ყველას უსმენენ. ყველაზე მძიმე შეფასება არის ის, რომ უნდობლობა იბადება სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე, რადგან ამან შეიძლება ადამიანებში კიდევ უფრო მეტი უნდობლობის გაჩენა და მეტი დაპირისპირება გამოიწვიოს, ამან კი რა შეიძლება მოიტანოს დიდი მკითხაობა, არ სჭირდება. მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი სახელმწიფოს ჩამონგრევა ვინმე ჩვენგანის ინტერესებში შედიოდეს, მაგრამ ვიცით, რომ არის ასეთი ძალები გარეთაც და შიგნითაც, უშუალოდ ვინ იყო ამით დაინტერესებული და ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება, ეს ალბათ შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ.

ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს. მეორე მომენტია უკვე რა მნიშვნელობა აქვს მოსმენას, მოსმენის მიზანი არის თუ ვინმე დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის, ამაზეც კი ჩვენთანაც არსებობს კანონმდებლობა, რომ საჭიროა სასამართლოს ნებართვა და თუ ჩვენი სასამართლო ჩვენს ყველა მოქალაქეს პოტენციურ დამნაშავედ განიხილავს ესე იგი კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. მე იმედი მაქვს, ეს ჩვენთვის სამომავლოდ ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება თუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი მოქმედების გარეშე გადავიტანეთ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო