"ევროპული საქართველოს" ლიდერები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანსა და სამხრეთ-კავკასიაში სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდნენ

ეუთო ამ არჩევნებს აკვირდება, დაახლოებით 350 დამკვირვებელი იქნება და ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი დასკვნა გაკეთდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ეუთოსთვის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია, კონფლიქტის დარეგულირება და ურთიერთობები რუსეთთან, მისი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.

„ძალიან საინტერესო, ინფორმატიული შეხვედრა გამოდგა. ბუნებრივია საკითხები უპირველესად ეხებოდა იმ ვითარებას, რომელიც არის წინასაარჩევნოდ, ამ არჩევნების მნიშვნელობას და იმ მოვლენებს, რომლებიც ახლა ხდება, ჩვენ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია თუ რა პრობლემებია ამ არჩევნებისთვის და როგორია ხელისუფლების მოქმედების მოდელი, ასევე რამდენად დიდი მნიშვნელობა ექნება ამ არჩევნების კარგი სტანდარტით ჩატარებას, საერთაშორისო სტანდარტს ვგულისხმობ ბუნებრივია, რადგან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეუთო ამ არჩევნებს აკვირდება, დაახლოებით 350 დამკვირვებელი იქნება და მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ როგორი დასკვნა გაკეთდება ამ არჩევნების შესახებ. მეორე საკითხი ასევე ეხებოდა ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ეუთოსთვის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია კონფლიქტის დარეგულირება, ურთიერთობები რუსეთთან, რუსეთის მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, იქნება ეს რბილი ძალა თუ სხვა ინსტრუმენტები, აგრესიული ჯგუფების მხარდაჭერა და ა.შ. ბევრი საკითხი იყო, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, ინფორმაცია მათ დასჭირდებათ ხშირად და მათი განცხადებით ძალიან ინტენსიურად დააკვირდებიან ყველა იმ პროცესს, რომელიც წარიმართება საქართველოში არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც”,- განაცხადა წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა