ირაკლი კობახიძე - ბანერებზე გაჟღერებულია სლოგანები: "არა ნაცებს", "არა ბოროტებას" და "არა ღალატს" - სამივეს ავტორები და სულის ჩამდგმელები არიან პირები, რომელიც იქ არიან გამოსახული - შინაარსში ვეთანხმები

სამწუხაროდ, როგორც წინა არჩევნებში ასევე ამ არჩევნებშიც სიძულვილის ენა, ზიზღი და აგრესია არავის უკვირს - ამ ყველაფის მთავარი წყარო სამი კონკრეტული ტელევიზიაა, რომელიც მუდმივად აღვივებს სიძულვილის ატმოსფეროს ჩვენ ქვეყანაში , - ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს იმ ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

კობახიძემ აღნიშნა, რომ სიძულვილის ენა მათი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი არ არის.

"ეს ბანერები კონკრეტული პირის მიერ არის გაკრული, რომელმაც უკვე საჯარო კომენტარი ამასთან დაკავშირებით გააკეთა. შესაბამისად, ჩვენ პროცედურულ მხარეზე რაიმე კომენტარის გაკეთება გაგვიჭირდება. სამწუხაროდ, როგორც წინა არჩევნებში, ასევე ამ არჩევნებშიც სიძულვილის ენა, ზიზღი და აგრესია არავის უკვირს. ამ ყველაფრის მთავარი წყარო სამი კონკრეტული ტელევიზიაა, რომელიც მუდმივად აღვივებს სიძულვილის ატმოსფეროს ჩვენ ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში ამას ცდილობენ და ნაწილობრივ წარმატებით გამოსდით. სამწუხაროა ეს ყველაფერი. მთავარი არის, რომ ეს არჩევნები ტარდება მშვიდობიან გარემოში და ჩვენთვის მთავარი ამოცანაა რომ შემდეგი ორი კვირაც ასეთი იყოს და არჩევნების დღეც ასეთივე მშვიდი იყოს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

"ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც საზოგადოებას პროგრამებით ესაუბრება და საუბრობს იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია დედაქალაქის, რეგიონების და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. ჩვენ ამაზე ვართ მთლიანად კონცენტრირებული. რაც შეეხება სიძულვილის ენა ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ბანერების შინაარსს ეთანხმება, თუმცა გამოხატვის ფორმა მეორე საკითხია.

„ზოგი რაღაც შინარსის ბანერზე იქნება გადაკრული, ზოგი რაღაც კომერციულზე, ეს არ ვიცი იმიტომ, რომ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს ამ კუთხით.

რაც შეეხება თვითონ იქ გაჟღერებულ სლოგანს პირველი არის "არა ნაცებს", მეორე არის "არა ბოროტებას" და მესამე არის "არა ღალატს". რა თქმა უნდა, სამივე ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია და ვეთანხმები ზოგადად იმას, რომ ერთის, მეორეს და მესამეს ავტორები და სულის ჩამდგმელები საქართველოში არიან ის პირები, რომელიც იქ არიან გამოსახული. შინაარსში ვეთანხმები, მაგრამ გამოხატვის ფორმა, ეს არის მეორე საკითხი“, - აღნიშნა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა