ელისო ბოლქვაძე - მალე საქართველოში გამოცდილი ლატვიელი ექსპერტების და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი კომისია მუშაობას დაიწყებს

პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის კუთხით საკანონმდებლო ინიციატივები მზადდება.

როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში მალე გამოცდილი ლატვიელი ექსპერტების და ქართველი სპეციალსტების ერთობლივი კომისია დაიწყებს მუშაობას.

მათივე ცნობით, სამუშაო ჯგუფის ჩართულობით, მოკლე დროში შესაძლებელი გახდება საქართველოში შემუშავდეს ეფექტური სისტემა, რაც ახალგაზრდა თაობას ხელს შეუწყობს გამოავლინოს და განავითაროს თავიანთი შესაძლებლობები და კრეატიული პოტენციალი სხვადასხვა სფეროში.

ამ მიზნით კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე რიგაში ლატვიის ნაციონალური სახელოვნებო სკოლის დირექტორებს და მენეჯერებს შეხვდა.

„საინტერესო შეხვედრა იყო, რომელზეც გავეცანი მთავარ გამოწვევებს და მენეჯმენტის თანამედროვე მუშაობის საკითხებს", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო