ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე - წარმოაჩენს რეალურ სახეებს - გახარიასთან მიმართებაში, ალბათ, სხვა რამ უნდა დაემატოს

ამ ბანერებს დავუმატებდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ამონარიდებს გირგვლიანის და ვაზაგაშვილის საქმეზე. იქ იქნებოდა ადგილი იმისთვის, რომ მათი რეალური სახე გამყარებულიყო , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს იმ ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

ოხანაშვილის თქმით, ეს იმ ხალხის რეალური სახეა, ვინც ბანერზეა გამოსახული.

"მე ამ ბანერებს დავუმატებდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ამონარიდებს გირგვლიანის და ვაზაგაშვილის საქმეზე და ა.შ. იქ იქნებოდა ადგილი იმისთვის, რომ მათი რეალური სახე გამყარებულიყო. ჩვენ ორიენტირებული ვართ საქმეზე და ამომრჩეველს ვთავაზობთ კონკრეტულ პროგრამას არჩევნებისთვის, თუმცა რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ირჩევენ რადიკალიზაციის გზას და სიძულვილის ენას" , - განაცხადა ოხანაშვილმა და ჟურნალისტის კითხვაზე გაკრული ბანერები აღრმავებს თუ არა სიძულვილის ენას აღნიშნა, რომ ეს არანაირ სიძულვილს არ აღრმავებს და ეს არის იმ ხალხის რეალური სახე, ვინც ბანერზეა გამოსახული.

"ვინც ამის გაკვრა გადაწყვიტა, ეს წარმოაჩენს იმ რეალურ სახეებს, ვინც იქ არის. გახარიასთან მიმართებაში, ალბათ, სხვა რამ უნდა დაემატოს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო