გიორგი გახარია დიდ დიღომში ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე - ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მონაცვლეობა გაუკეთონ, მოვიდეს მუნიციპალიტეტი და გააკეთოს ღია სტადიონი ყველასთვის

ახლა, თქვენთან ერთად დავდგები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ მონაცვლეობა გაუკეთონ, აქ მოვიდეს მუნიციპალიტეტი და ყველასთვის ნორმალური ღია სტადიონი გააკეთოს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ დიდ დიღომში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, მიხეილ ნაბიჯაშვილთან ერთად შეხვდა. „აი, ამ ტერიტორიაზეა საუბარი, პრემიერ-მინისტრი რომ ვიყავი, მე გადავეცი ფეხბურთის ფედერაციას, მოვაწერე ხელი მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილური მიზნებით იმიტომ, რომ ახალი დამატებითი სპორტული ინფრასტრუქტურა გაჩენილიყო. შეიძლება უნდა მოვსულიყავი, ადგილზე მენახა, მაგრამ თუ სახელმწიფო ინსტიტუტები ყველა ნორმალურად მუშაობს, მაშინ ამ ხალხის აზრი ვიღაცას უნდა ეკითხა და ისე უნდა გამოეტანათ ეს მთავრობაზე. სხვანაირად ეს არ უნდა გაკეთებულიყო. ეს არის მეორე პრინციპული სხვაობა და ის, რაც მე დავინახე იმიტომ, რომ არ შეიძლება სახელმწიფო, მაგალითად თბილისის მერია რომ გამოყოფს რაღაც თანხას, პირობითად ვამბობ, 3 მილიონს თავის ბიუჯეტში დიდი დიღმისთვის. ეს საბურთალოს ბიუჯეტი იქნება, მაგრამ დიდ დიღომს ხომ ეკუთვნის?! არ შეიძლება, რომ მოქალაქეებმა არ განსაზღვრონ ის პრიორიტეტები - პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, რა ურჩევნიათ, რომ პირველ რიგში გააკეთონ.

ჩვენ დიდი ხანი ვიქნებით კიდევ ღარიბი ქვეყანა და დიდი ხანი ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პრიორიტეტებს როგორ დავალაგებთ და კაბინეტში მჯდარმა კაცმა, ისე როგორც მე არ ვიცოდი აქ რა უნდა გაკეთებულიყო. იყო სპორტული ინფრასტრუქტურა, ფედერაცია მეუბნებოდა, რომ აქ ავაშენებთ, გავაკეთებთ, იქნება ფეხბურთის ახალი დარბაზი და ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, რა სჭირდება მის უბანს, ხოლო მუნიციპალიტეტმა პროექტები მოქალაქეებთან შეთანხმებით უნდა განახორციელოს.

„არ შეიძლება ეს პრიორიტეტები ლაგდებოდეს კაბინეტებში იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, არ გვექნება სამყოფი ფული, რომ ერთდროულად გავაკეთოთ, ავაშენოთ პოლიკლინიკაც, საბავშვო ბაღიც, სკოლაც, გზებიც გავიყვანოთ, სპორტული დარბაზებიც გავაკეთოთ, გზებიც და ტრანსპორტიც წესრიგში მოვიყვანოთ. პრიორიტეტი რა არის, ეს თქვენი გადასაწყვეტია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაკონტროლოთ მერე საკრებულოთი ეს პრიორიტეტები როგორ ხორციელდება და ფულს რაზე ვხარჯავთ ხომ? მარტივია, აი ძალიან მარტივია. არაფერი რთული ამაში არ არის. ხანდახან გვეზარება, ხანდახან გვერიდება, ხანდახან გვგონია, რომ იქ ვიღაც მაგარი ტიპები სხედან და მერწმუნეთ, რომ არაფრით არ განსხვავდებიან ჩვენგან, არაფრით! ამიტომ, ახალგაზრდებს განსაკუთრებით, ამის მოტივაცია უნდა გავუჩინოთ. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვიმუშავებთ. გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება კორუფციასთან ბრძოლა“,-განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რას ნიშნავს სამოქალაქო ინიციატივა.

„დღეს, დეპუტატები, რომლებიც ჩვენ გვყავს პარლამენტში, აი იმათ გავაკეთებინებთ პარლამენტში განცხადებებს, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა კეთდებოდეს და ამხელა ინფრასტრუქტურას რომ აშენებ, წადი და გვერდზე სახლებში, კორპუსებში მაინც იკითხე ადამიანების აზრი. ეს უნდა იყოს კარგი მაგალითი შემდგომში, რას ნიშნავს სამოქალაქო ინიციატივა და როგორ შეგვიძლია ხელისუფლებას გავაკეთებინოთ ის, რაც სწორია და შევაცველვინოთ ის, რაც არასწორია" , - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა