მამუკა ხაზარაძე - უნდა მივაღწიოთ, რომ სამარცხვინოდ დამარცხდეს „ქართული ოცნება" - მომავალ წელს ქვეყანა აუცილებლად მიიღებს კოალიციურ მთავრობას

2 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დაამთავროს ერთი კაცის მმართველობა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურმა სპექტრმა აუცილებლად უნდა შეძლოს „ქართული ოცნების" სამარცხვინოდ დამარცხება, რადგან მომავალ წელს ქვეყანაში ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები და ქვეყანამ მიიღოს კოალიციური მთავრობა.

მამუკა ხაზარაძემ „ლელო საქართველოსთვის" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა გორის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში - პაპუნა კობერიძე, კარალეთში - ალექსი სუხიტაშვილი, ვარიანის, ნიქოზის და შინდისის თემის სოფლებში - ვეფხია კასრაძე. დიცში, მერეთსა და ტირძნისში - ზაქარია ვატიტაძე. ტინისხიდსა და სკრაში კი, ილია ძამაშვილი.

„როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია და გამყოფი ხაზი ყოველკვირეულად გვიახლოვდება, როცა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, როცა ყოველდღიურად 50 ადამიანის სიკვდილს შეგვაგუეს, როცა ქვეყანა ამდენმა ადამიანმა დატოვა, როცა ინფლაციამ 13%-ს გადააჭარბა, ამ დროს სად არის გამოსავალი? მინდა გითხრათ, რომ გამოსავალი არის და ეს გამოსავალი ხართ თქვენ, თითოეული თქვენგანი. 2 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დაამთავროს ერთი კაცის მმართველობა ამ ქვეყანაში.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ სამარცხვინოდ დამარცხდეს „ქართული ოცნება" და მომავალ წელს მივიღოთ სრულად პროპორციული არჩევნები. გრძელი გზის გავლა მოგვიწია, მაგრამ ეს არის თანმიმდევრული გზა, რომელსაც „ლელო" ყოველთვის გთავაზობდათ. მომავალ წელს ქვეყანა აუცილებლად მიიღებს კოალიციურ მთავრობას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს