ანა ბიბილაშვილი - ექს-პრემიერი დღეს გასცდა თბილისის ცენტრს - გახარიამ ავჭალა აღმოაჩინა

"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია ისე შეეჩვია კრიტიკული ოპოზიციონერის თამაშს, უკვე თვითონაც ვეღარ არკვევს ტყუილ-მართალს.

როგორც ბიბილაშვილი აცხადებს, „ოცნების" ყოფილმა პრემიერმა 8 წლის თავზე დღეს აღმოაჩინა ავჭალა და იქ ნანახით „შეშფოთებულია“.

"რუსეთიდან დაბრუნებულმა გახარიამ პირდაპირ "ქართული ოცნების" კაბინეტში გადაინაცვლა. მას არასდროს ჰქონია შეხება თბილისის შორეულ უბნებთან, ამ ქალაქის მცხოვრებთა რეალურ გულისტკივილთან. ამიტომ, ჯერ ბევრი აქვს სასწავლი და კიდევ ბევრი აღმოჩენაა წინ. გახარია ბოლო დროს ხშირად დადის გაოგნებული და ვითომ აღშფოთებული, ეს რა ქვეყანაში გვიცხოვრიაო. გეგონება, ამ ქვეყნის პრემიერი, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი არ ყოფილიყო. გეგონება, თვითონ არ იყოს ამ ყველაფრის თანაშემოქმედი, რაც დღეს ამ ქალაქის და ქვეყნის ხალხის თავს ტრიალებს. საქართველოს ყოფილი პრემიერი არის ამ თბილისის, ამ საქართველოს და ამ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი შემოქმედი. როდესაც დღეს ის ქალაქის არათანაბარ განვითარებაზე საუბრობს, ეს უკიდურესად დამცინავი და მიუღებელია. ურჩევნია სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს ამ არასწორი განვითარების ფორმულის ერთ-ერთი ავტორი. ექს-პრემიერი დღეს გასცდა თბილისის ცენტრს, მაგრამ ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ კალაძე-გახარიას განვითარების მოდელი უსამართლოა. მათი ურბანული პოლიტიკა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა თბილისის ცენტრის "ევრორემონტი", მაგრამ არა ქალაქის ყველა უბნის თანაბარი განვითარება",- განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისივე განცხადებით, 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ეს ქალაქი აირჩევს პროფესიონალიზმს, ქალაქის რეალური განვითარების ხედვას და არა ისეთ პოლიტიკოსებს, ვინც ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს