პრემიერი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს - მჯერა, თქვენთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას - აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია

მჯერა, რომ თქვენთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის, ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაათვალიერა სამსახურის შენობა, რომლის მშენებლობასაც 2014 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს