ნინო ლომჯარია ჩანაწერებზე - ჩემს უწყებაში ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ალბათ, სირცხვილით გარეთ ვერ გამოვიდოდი - არ ვიცი, თუნდაც ოპოზიცია რანაირად აგრძელებს მშვიდად მუშაობას

ჩემს უწყებაში ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ალბათ, სირცხვილით ვერ გამოვიდოდი გარეთ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, რითაც უპასუხა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ნინო ლომჯარიას თქმით, სულ მცირე მან საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რატომ გვისმენდნენ.

„ვერ წარმომიდგენია, იყო იმ უწყების ხელმღვანელი, სადაც ასეთი კრახი, სისტემის კრახი მოხდა, არ ვიცი... მთავარი ხომ თანამდებობა არ არის, მთავარია, რა სისტემას ქმნი, რა საქმეს აკეთებ, რამდენად ძლიერ ინსტიტუტებს აკეთებ. ჩემს უწყებაში ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ალბათ, სირცხვილით ვერ გამოვიდოდი გარეთ. არ ვიცი, ეს ადამიანი რას ფიქრობს, სულ მცირე მგონია, რომ უნდა გამოვიდეს და ადამიანებს დაგველაპარაკოს. გვითხრას, რატომ გროვდებოდა ეს ინფორმაცია. არ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია ადამიანმა, რომელიც არის ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, რა ხდებოდა, რატომ გვისმენდნენ, არ ვიმსახურებთ განმარტებას?“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან ომბუდსმენმა გაკვირვება გამოხატა, როგორც აგრძელებს ოპოზიცია მშვიდად მუშაობას.

„ჩვენთან არცერთი დემოკრატიული ინსტიტუტი არ მუშაობს, პირველ რიგში პარლამენტი. ნებისმიერ ქვეყანაში პირველი, რაც მოხდებოდა მსგავსი სკანდალის შემდგომ, შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია. მეორე დღესვე დაიბარებდნენ უსაფრთხოების სამსახურს. როგორც ჩანს, არც ოპოზიციას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ყველა არის გადართული წინასაარჩევნო რეჟიმში და ჰგონიათ, რომ ის კამპანია უფრო მნიშნველოვანია, ვიდრე ამ საკთხზე მწვავე პოლიტიკური დებატები და ა.შ. არ ვიცი, თუნდაც ოპოზიცია რანაირად აგრძელებს მშვიდად მუშაობას, როდესაც მე, როგორც მოქალაქეს მჭირდება, რომ ამ საკითხზე სადღაც, რაღაცა სივრცეში ვიხილო პოლიტიკური და სამართლებრივი დისკუსია და დებატები. ამხელა სკანდალი მოხდა, გასაგებია, მედია, ჩვენც ვაპროტესტებთ, მაგრამ ინსტიტუტებმა შეიმჩნიეს, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა? - თითქოს არაფერი მოხდა, გაუბრალოება მოხდა ამ ყველაფერის“, - აცხადებს ლომჯარია.

რაც შეეხება ეკლესიის პოზიციას, ნინო ლომჯარიას თქმით, აღნიშნულ საკითხში მათი უფრო მკვეთრი პოზიცია არის მნიშვნელოვანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო