კახა კალაძე - მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება

მანჯგალაძის ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. გპირდებით, რომ სრულად განახლებული და მოწესრიგებული იქნება ,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვისას ისაუბრა.

კახა კალაძე მოსახლეობის კითხვებს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ირაკლი ხელაძესთან ერთად პასუხობს.

ერთ-ერთი მოქალაქის კითხვაზე, როდის დასრულდება მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია და როდის მოიხსნება წყლის ხშირად შეწყვეტის პრობლემა, კახა კალაძე პასუხობს, რომ სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.

რაც შეეხება წყლის შეწყვეტას, მისი თქმით, ამის გარეშე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.

„გვინდა კიდევ ერთხელ მოგიბოდიშოთ წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხვანაირად შეუძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. თუმცა ამ ქუჩის მცხოვრებლებისთვის წყლის შეწყვეტა მანამდეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მესმის რთულია, მაგრამ სჯობს ცოტაც მოვითმინოთ და ერთხელ და სამუდამოდ ყველა პრობლემა გადაიჭრება, მათ შორის წყლის ხშირად დაწყვეტა სხვადასხვა ავარიის გამო. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ეს ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში და გპირდებით, რომ სრულად განახლებული და მოწესრიგებული იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

ამასთან, ირაკლი ხელაძის თქმით, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციის პარალელურად, ნაძალადევის გამგეობამ ე.წ. სამკუთხედი ბაღის განახლების სამუშაოები დაიწყო.

„მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტია, რადგან აქ ინფრასტრუქტურა მთლიანად ამორტიზებული იყო. ავტომანქანით გადაადგილება რთული იყო. 70-80 წელი არაფერი განახლებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერთან“ ერთად, დაიწყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივებისთვის სანიაღვრე ქსელი ემატება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ქუჩაზე ახალი ლედ განათებების ქსელი მოეწყობა. ამასთან, აღნიშნულ ქუჩაზე არის ე.წ. სამკუთხედი ბაღი, რომლის რეაბილიტაციაც ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო და საბოლოოდ, ქუჩასთან ერთად, ეს სივრცეც სრულად განახლდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს