რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ყარაბაღის უსაფრთხოების დერეფნის გახსნა-არ გახსნა პოლიტიკური საკითხია და თუ ფაშინიანს მასთან სურს საუბარი, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ყარაბაღის უსაფრთხოების დერეფნის გახსნა-არ გახსნა პოლიტიკური საკითხია. თუ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გსურს საუბარი, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგა. ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების წინააღმდეგნი. ამისათვის საჭიროა, მათი მხრიდან დავინახოთ პოზიტიური მიდგომა, რომლის საფუძველზეც გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს. თუ ფაშინიანის დიალოგთან დაკავშირებული თხოვნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საშუალებით მომაწოდა, ნამდვილად გულწრფელია, მაშინ მეც მზად ვარ, იგივე განწყობით ვუპასუხო და აქ უკვე ჩაერთვება დიპლომატია. ვიმედოვნებ, ადგილი ექნება პოზიტიურ და არა უარყოფით მიდგომებს”, - განაცხადა ერდოღანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო