მამუკა გამყრელიძე - საზოგადოებაში დაკარგულია ნდობა ძალოვანი უწყებების მიმართ, გამოძიებაში პარლამენტის იმ დეპუტატების ჩართვა უნდა მოხდეს, ვისაც აქვს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებებთან

ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს როგორ და ვის მიერ მოხდა ამ ინფორმაციის გადინება და ფაილების გატანა. ეს არის სპეცსამსახურების მძიმე დისკრედიტაცია, დარტყმა სახელმწიფოზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ საქმეზე კვალიფიციური გამოძიება და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, - ამის შესახებ პარტია "ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მამუკა გამყრელიძის თქმით, ვინაიდან საზოგადოებაში დაკარგულია ნდობა ძალოვანი უწყებების მიმართ, ფაილების სკანდალის გამოძიებაში პარლამენტის „ნდობის ჯგუფის“ წევრების ჩართვაც შესაძლოა, მოხდეს.

"სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ საკითხის გამოძიება. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ეს მოსმენები იყო თუ არა სანქცირებული, ჰქონდა თუ არა კანონიერი საფუძველი. საზოგადოებაში დაკარგულია ნდობა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, შესაბამისად, საკითხი განხილული უნდა იყოს საპარლამენტო დონეზე. პარლამენტის ნდობის ჯგუფის საქმიანობა გარკვეულ სახელმწიფო საიდუმლოებებთან დაშვებას ითვალისწინებს, შესაძლებელია, ამ ჯგუფის წევრების ჩართვა გამოძიებაში, რომ მივიღოთ სანდო პასუხები შეკითხვებზე, რაც ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს“,- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

მამუკა გამყრელიძის კომენტარს „ევროპელი დემოკრატები” ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს