პარტია „მოქალაქეებმა“, სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილი ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას ხელი მოაწერა

პარტია „მოქალაქეებმა“, სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილი ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას ხელი მოაწერა.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იმსახურებს იმას, რომ პოლიტიკური დებატები გაიმართოს და პარტიებმა მომხდართან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვან.

„მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია და სიცხადე უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, ვიზიარებთ მოსაზრებას, მოწვეულ იყოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და დეპუტატთა კითხვებს პასუხი სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გასცეს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

უკანონო ფარული მოსმენების თემაზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივა ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ეკუთვნის. ფრაქცია ამ მოთხოვნით დეპუტატთა ხელმოწერებს აგროვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა