პაატა მანჯგალაძე - ქალაქის ქუჩებში, „სისხლიანი ბანერების“ გამოკვრა მიუთითებს „ქართული ოცნების“ უსაქმურობასა და უღირსობაზე

ქალაქის ქუჩებში, „სისხლიანი ბანერების“ გამოკვრა მიუთითებს „ქართული ოცნების“ უსაქმურობასა და უღირსობაზე, - ამის შესახებ "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას" არაფერი აქვს შესათავაზებელი გაკეთებული საქმის სახით ხალხისთვის, ამიტომ იყენებს ამ მოძველებულ ტაქტიკას.

„ქალაქის ქუჩებში, „სისხლიანი ბანერების“ გამოკვრა მიუთითებს „ქართული ოცნების“ უსაქმურობასა და უღირსობაზე, რადგან "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში ყოფნის თავზე არაფერი აქვს ხალხისთვის შესათავაზებელი გაკეთებული საქმის სახით, ისინი ისევ ძველ ტაქტიკას იყენებენ. მათ რომ ჰქონდეთ გაკეთებული ერთი ქარხანა ან თუნდაც ერთი ფაბრიკა, ერთი ქუჩა გაეკეთებინათ, გამოაკრავდნენ თავიან გაკეთებულ საქმეს და ამის გამო მოითხოვდნენ ხმის მიცემას, მაგრამ ასეთი არ არსებობს. მე მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, ხელისუფლება, რომელიც იბრძვის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, არაფერს არ გააკეთებს ადამიანის საჭიროებისთვის, იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც ხალხს აქვს. გამოსავალი მარტივია, 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, არცერთი ხმა 41-ს - ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა