ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა საქართველოში მის ექსტრადირებას პოლიტიკურ გარიგებას უკავშირებს

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა საქართველოში მის ექსტრადირებას პოლიტიკურ გარიგებას უკავშირებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ქარდავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსტრადირებასთან და მის მიმართ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელში გააკეთებს.

"რა თქმა უნდა, ყველა განაჩენი გასაჩივრდება იმ ვადაში, რაც კანონითაა დადგენილი, მისი პოზიცია კვლავაც უცვლელია, არ აღიარებს არც ერთ ბრალდებას. მის დამოკიდებულებაზე ექსტრადირებაზე, რა პროცედურები და დარღვევები იყო, განცხადებას გააკეთებს მისი სოციალური გვერდის მეშვეობით.

მეგის ქარდავას შეფასებით, წინასაარჩევნოდ მოხდა გაცვლა უკრაინელ მოქალაქეებზე, სწორედ ამის შემადგენელი ნაწილია საქართველოში მათი შეწყალება და გაშვება, ეს იყო შეთანხმების ნაწილი, ამასთან დაკავშირებით ქარდავა დეტალურად ისაუბრებს მის განცხადებაში.

ქარდავას უფლება დარღვეულია, თავშესაფრის მაძიებელი იყო, მას არც სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და არც უკრაინისგან უარი ჰქონდა ნათქვამი. ამის მიუხედავად ექსტრადირება განხორციელდა. ასეთი დარღვევა საქართველოშიც კი არ ხდება", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

ცნობისთვის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს მოხდა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

მეგის ქარდავას მიმართ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის ნავთლუღის სპეცოპერაციის, „ციხის ბუნტის“, სერგო თეთრაძის, ე.წ. კასრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა საქართველოში მის ექსტრადირებას პოლიტიკურ გარიგებას უკავშირებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა