თამარ გაბუნია ე.წ. სისხლიან ბანერებზე - ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა სხვა თემით

ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა, გნებავთ სოციალური, ეკონომიკური და გნებავთ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით გაკრული ბანერების ნაცვლად „სისხლიანი ბანერების“ გაკვრასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასება ვერ იქნება პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს.

„ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს, ამ შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს. რა მოხდა, როგორ მოხდა და რამდენად დაირღვა ხელშეკრულების პირობები თუ არ დაირღვა, ამაზე ორი მხარი იმსჯელებს და შეთანხმდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ეს საკითხი უკვე წამოწეული და დაწყებული.

ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ეს ცალსახაა, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პოზიციას ემხრობა. ის, რომ ბოლო დღეების განმვლობააში დიდი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე, გასაგებია ეს ყველაფერი და კიდევ უკეთესი იქნება, რომ მეტი აქცენტი მედიაში გაკეთდეს თავად უშუალოდ ვაქცინაციის თემებზე, რადგან სხვანაირად ჩვენ ვერანაირად ვერ დავუბრუნდებით და ვერ მივიღებთ იმ ტემპს, რომელიც გვინდა, რომ ვაქცინაციის პროცესში მივიღოთ,“- განაცხადა გაბუნიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის