თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა დაუსწრებლად მიმდინარეობს.

პროკურატურა მიმალვაში მყოფი პირების მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

დაცვის მხარე კი პროცესის რამდენიმე საათით გადადებას ითხოვს, რადგან როგორც ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია.

„არ ვიცი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ქვეყანაში იმყოფებიან თუ არა, გამოძიებისთვის ადგილსამყოფელი უცნობია. ბრალდებულების ოჯახს დღეს გავესაუბრები.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ქუდით რომ ჩანს და პირბადე უკეთია, აკო ჭელიძეა. საქმის მასალები ახლა უნდა გადმომეცეს. აღკვეთის ღონისძიება დანიშნულია, მაგრამ რამდენიმე საათით უნდა გადავადებინო პროცესი, ვიდრე საქმის მასალებს არ გავეცნობი", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურამ ბრალდებულებს აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად უკვე წარუდგინა.

ცნობისთვის, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა