მიხეილ სარჯველაძე - არ არის კარგი ტენდენცია, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ინტერესი, როგორიცაა საია, ოპოზიციურ პარტიებთან იხლართება

არ არის კარგი ტენდენცია, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ინტერესი, როგორიცაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან იხლართება და ხშირ შემთხვევაში, ზღვარი ფერმკრთალდება, - ასე აფასებს საია-ს კონსტიტუციურ სარჩელს "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე.

სარჯველაძის თქმით, არ აქვს განწყობა, რომ სარჩელი ერთმნიშვნელოვნად დასაკმაყოფილებელია, პირიქით, უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ საია-ს სარჩელი უსაფუძვლოა.

„კონსტიტუციური სარჩელისთვის ერთმნიშვნელოვნად ცუდი დრო შეირჩა. ამისთვის მანამდეც არსებობდა პერიოდი და ეს პერიოდი შემდგომაც იარსებებს. ერთადერთი მოტივი შეიძლება იყოს, რომ რამენაირად არჩევნებს დაუპირისპირდნენ. ეს ცალსახად იკვეთება. ვამჯობინებდი, მოსარჩელეთა მხრიდან მეტი ახსნა მოგვესმინა", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

საია-მ ვახუშტი მენაბდის, ვასილ ჟიჟიაშვილის, გვანცა საკანელაშვილისა და ნონა ქურდოვანიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელით საია ითხოვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას.

წარდგენილი სარჩელით, საია ასაბუთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები არღვევს ხმის თანაბარი წონის პრინციპს, რის გამოც გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო და თანასწორობის უფლებებთან მიმართებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს