კახა კალაძე „სისხლიან ბანერებზე“ - არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს, დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა - მე არ მომწონს

დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა - მე არ მომწონს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დედაქალაქში განთავსებულ ბანერებს, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

კახა კალაძემ ბანერებთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ მას ბანერებთან კავშირი არ აქვს.

„ჩემსკენ ვერ გამოიშვერენ ხელს, ჩვეულებრივად მათი ბინძური პიარის ნაწილია რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი მეუღლის მიმართ და ამ ადამიანებისგან არაფერი არ მიკვირს და გულწრფელად გულიც არ მწყდება. არის კონკრეტული ადამიანები, ვინც გამოაკრა ეს ბანერები და შეგიძლიათ მიმართოთ მათ. არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს. დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა - მე არ მომწონს", - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებას პროექტის - „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ - შესახებ არსებული საინფორმაციო ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სპეკულაციები პარტიაში დაიტოვონ.

„არ მინდა დავიჯერო, რომ „ლელო" ეგეთი სულელები არიან. როდესაც ბილბორდს ყიდულობ, მას აქვს გარკვეული ვადა. წარმოადგინონ თუ აქვთ ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება, რომ ვადა გასული არ იყო. ვერავის ვერ გაასულელებენ დღეს და ვერავის ვერ მოატყუებენ. ეს სპეკულაციები დაიტოვონ თავიანთ პარტიაში და გამოიყენონ თავისთვის. გასაგებია?"- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა