ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის ძალადაკარგულად გამოცხადების განკარგულება შესაძლოა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაჩივრდეს

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის ძალადაკარგულად გამოცხადების განკარგულება შესაძლოა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაჩივრდეს. ამის შესახებ ცესკოს №285-ე განკარგულებაშია აღნიშნული.

განკარგულების თანახმად, გასაჩივრება მისი მიღებიდან 2 დღეშია შესაძლებელი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერ აკონკრეტებენ ვინ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც აღნიშნულ საკონსულტაციო ჯგუფს უნდა შეესრულებინა. რაც შეეხება ჯგუფის დაშლის მიზეზს, ცესკო-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ჯგუფიდან 7 წევრის გასვლამ გამოიწვია.

„საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის შემადგენლობით. მოცემულ შემთხვევაში 7-მა წევრმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა ჯგუფის შემადგენლობა, რის გამოც ჯგუფში აღმოჩნდა კანონმდებლობით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები წევრი, რაც საბოლოო ჯამში გახდა ჯგუფის შექმნის შესახებ განკარგულების ძალდაკარგულად ცნობის საფუძველი“, - განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-161 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობას არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში, განკარგულებით ცესკო ამტკიცებს.

„საკონსულტაციო ჯგუფი იქმნება საარჩევნო პერიოდით, არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის შემადგენლობით. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 13 აგვისტოს №156/2021 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა 12 წევრის შემადგენლობით. 2021 წლის 16 სექტემბერს, ცესკოში შემოვიდა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრის გიორგი ჟორჟოლიანის განცხადება, რომლითაც გიორგი ჟორჟოლიანმა უარი განაცხადა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფში საქმიანობაზე. 2021 წლის 17 სექტემბერს, ცესკოს განცხადებით ჯგუფის წევრმა გრიგოლ გაგნიძემ მომართა წევრობისგან განთავისუფლების თაობაზე.

ამასთან, 2021 წლის 17 სექტემბერს, ცესკოში შემოვიდა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარის მიხეილ ანდღულაძის წერილი, რომლითაც წარმოდგენილი იქნა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრების ნიკა მასურაშვილის, დალი კვარაცხელიას, გვანცა ჯელიას, ელგუჯა ჩხაიძისა და ირაკლი ჭანტურიძის განცხადებები ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2021 წლის 17 სექტემბრიდან, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 161 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები, კერძოდ, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრთა რაოდენობა დარჩა ხუთი.

აღნიშნულის გამო ძალადაკარგულად გამოცხადდა „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 13 აგვისტოს №156/2021 განკარგულება 2021 წლის 17 სექტემბრიდან. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ მიღებულ განკარგულებაში.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს