იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 683.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული.

მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 2 610.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.0 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 6 072.7 მლნ. აშშ დოლარს (20.7 პროცენტით მეტია).

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ - აგვისტოში, 3 461.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9 პროცენტია.

საქართველოს მთლიან ექსპორტში ქვეყნების წილი შემდეგნაირად გადანაწილდა: ევროკავშირის ქვეყნები - 14,9%; დსთ-ის ქვეყნები - 47,8%; დანარჩენი ქვეყნები - 37.3%.

საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში შემდეგია - ევროკავშირის ქვეყნები 23.0%; დსთ-ის ქვეყნები - 28,9%; დანარჩენი ქვეყნები -48,1%.

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (421.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (377.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (347.0 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 075.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (634.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (519.5 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 286.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 011.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (941.3 მლნ. აშშ დოლარი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 517.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 293.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 265.5 მლნ. აშშ დოლარით (10.2 პროცენტი).

„უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 547.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 492.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 445.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს