გიორგი გახარია ნარკოტესტზე - ეს იყო დაგეგმილი სპეცღონისძიება, ჯერ ტესტთან დაკავშირებით აწყობდნენ პროვოკაციას, შემდეგ, ჩემი უახლოესი გარემოცვიდან ადამიანებს, ზეწოლით დაადასტურებინებდნენ ამ ცილისწამებას

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტესტთან დაკავშირებით იყო დაგეგმილი სპეცღონისძიება. მისი თქმით, „ჯერ ტესტთან დაკავშირებით აწყობდნენ პროვოკაციას, შემდეგ, ჩემი უახლოესი გარემოცვიდან ადამიანებს, ზეწოლით დაადასტურებინებდნენ ამ ცილისწამებას“.

„მე ხომ ვთქვი, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე, გავაგრძელებ - მეთქი. მე ვამბობ იმას, რაც დაზუსტებით ვიცი და რა ინფორმაციაც გვაქვს - ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცოპერაცია, სპეცღონისძიება, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით - პირველად ვამბობ ამას: თავიდან იყო ეს მოულოდნელი ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა, ტესტის ჩაბარება, შემდგომ, რა თქმა უნდა - ლოგიკურად იყო გათვლილი, რომ მე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ მქონია, თავისუფლად ავდგებოდი, მივიდოდი და ჩავაბარებდი ტესტს. სწორედ ამიტომ, ღირსეულმა კეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა გაგვაფრთხილეს და გვითხრეს, რომ პროვოკაცია მზადდება ამ ტესტთან დაკავშირებით და შეიკავეთ თავი“, - ამბობს გიორგი გახარია.

მისივე თქმით, ამ კამპანიის პარალელურად მისი ახლო გარემოცვის წევრებზე სხვადასხვა სახის მუშაობა მიმდინარეობდა, რომ მათ დაედასტურებინათ ნარკოტესტის კამპანიით დაწყებული ბრალდებები გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, მე მივიდოდი, იქ ამ პროვოკაციის შედეგად რაღაცას ამომიგდებდნენ. მეორე მხარეს რა მზადდებოდა - ჩემი უახლოესი გარემოცვის წევრებს დიდი ხანია უკვე, რომ ემუშავებიან და დღესაც ემუშავებიან ზეწოლით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით - ზოგს ემუქრებიან, ზოგს მოსყიდვის საშუალებით, ადამიანებზე ზემოქმედებას ცდილობენ იმისთვის, რომ მათ ვითომ დაადასტურებინონ ეს ცილისწამება ჩემთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს. ეს სად და რომელ კაბინეტში დაიგეგმა ზუსტად ვიცით და ვიღაცებს რომ ჰგონიათ, მხოლოდ სხვა პარტიული ოფისებიდან ჟონავს ინფორმაცია - ყველაზე მეტად ინფორმაცია ჟონავს ორგანიზაცია „ოცნებიდან“. ზუსტად ვიცით, ვისი იდეაც იყო, ვინ იღებდა ამაში მონაწილეობას“, - ამბობს გახარია.

მისი თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდნენ.

„უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანს, რომელმაც პირველად ეს პირველი გაფრთხილება გაგვიკეთა და შემდგომ უკვე მთელი რიგი ხალხი გამოჩნდა ჩემს უახლოეს წრეში, რომელზეც სამართალდამცავები პირდაპირ ზემოქმედებდნენ და აიძულებდნენ ამ ტყუილებში მიეღოთ მონაწილეობა ცილისმწამებლური კამპანიის ასაგორებლად“, - ამბობს გახარია.

ამაში მონაწილეობდნენ კონკრეტული პირები, ვინც დაიწყო ეს კამპანია და შემდგომ ის ხალხი, რომელიც დღეს ამას სახელს არქმევს. ეს ტყუილები კი გამომჟღავნდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მაგრამ ასე ინერციულად აგრძელებენ ახლა და გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ.. პირველი ამას პასუხს გასცემენ ჩვენი მოქალაქეები 2 ოქტომბერს და მერე მეც არ დავტოვებ არავის უპასუხოდ“, - განაცხადა გახარიამ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი