„თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავების პროფესიული დღე აღნიშნა

„თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავების პროფესიული დღე აღნიშნა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, უკვე მეხუთე წელია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 20 სექტემბერს პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. წლევანდელი პროფესიული დღე კი „თბილსერვისის“ დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.

დედაქალაქის მერმა მოადგილე ანდრია ბასილაიასა და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად, დასუფთავების დეპარტამენტის 24 თანამშრომელს მთელი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„დღეს „თბილსერვისის“ თანამშრომლებს პროფესიული დღე მივულოცეთ. მინდა, ამ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი ქალაქისთვის აკეთებენ, რომ დედაქალაქი ყოველთვის იყოს მოწესრიგებული და სუფთა. ამ ყველაფერში მათი ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. დიდი მადლობა მათ ქალაქის სიყვარულისთვის და იმისთვის, რასაც აკეთებენ“, - განახადა კახა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ თანამშრომლებისთვის შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით მიცემული დაპირებების შესრულება აქტიურ რეჟიმში, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„ვულოცავ ჩვენს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს. მადლობას ვუხდი მათ შრომისთვის და ვუსურვებ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. რაც შეეხება თანამშრომელთა შრომის პირობებს, სპეციალური ფორმების დარიგება, როგორც ეს ნათქვამი გვქონდა, 10 სექტემბრიდან უკვე დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება. ასევე, სპეცტექნიკის შესაძენად ტენდერიც დასრულებულია და გამოვლენილია გამარჯვებული, რომელიც მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან 74 ერთეულ სხვადასხვა ზომისა და ფუნქციის დასუფთავების სპეციალიზებულ ტექნიკას შემოიყვანს“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, დაჯილდოების გარდა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ იუბილარ თანამშრომლებს დაბადების დღე მიულოცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა