თამარ კეკენაძე - არ მიკვირს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიას და მის წარმომადგენლებს უსმენს

არ მიკვირს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიას და მის წარმომადგენლებს უსმენს, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს “მესამე ძალის” მერობის კანდიდატმა, თამარ კეკენაძემ ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

თამარ კეკენაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარ სააგენტოდ აქცია.

“წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა სუს-ი აქცია საკუთარ, პირად სააგენტოდ. გამომდინარე იქიდან თუ როგორ მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი, არ მიკვირს, რომ საკუთარ პარტიას და მის წარმომადგენლებს უსმენს. ივანიშვილისთვის მთავარია, რომ ბოლომდე აკონტროლებდეს ნებისმიერ ადამიანს, რადგან შეგრძნება არ გაუჩნდეთ, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად იმოქმედონ. რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად მთლიანი სახელმწიფო ჩამოგვეშალა და ამის გამო არის საჭირო, რომ ჩვენი მოქალაქეები 2 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე და დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების” ცვლილება”, - განაცხადა თამარ კეკენაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს