დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კომპანია „ალმას“ მოუწოდებს, ბილბორდებზე ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა უზრუნველყოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაცით, ცენტრმა კომპანია „ალმას“ ბანერებთან დაკავშირებით წერილობით მიმართა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, წერილში ნათქვამია, რომ საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდასაჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას მაშინ, როდესაც კორონავირუსით ათასობით ადამიანი ავადდება და ათულობით იღუპება.

ამასთან, წერილში მოუწოდებენ კომპანიას, უზრუნველყონ გარე ბილბორდებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა.

“ დღეს ოფიციალურად წერილობით მივმართეთ „ალმას“. მასმედიის საშუალებით მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ გარე ბილბორდებზე განთავსებულ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა სხვა შინაარსის ბანერების განთავსება. რასთან დაკავშირებითაც, ეროვნულმა ცენტრმა, იმავე დღეს სოციალური ქსელით გააკეთა სათანადო განცხადება. გინდა შეგახსენოთ, რომ ეროვნული ცენტრი არის იმუნიზაციის მთავარი მხარდაჭერი ქვეყანაში, ამ მიზნით, იყენებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სოციალური მედიის საშუალებებს და მოუწოდებს მოსახლეობას აცრისკენ, რათა დაიცვან საკუთარი და მათი შვილების ჯანმრთელობა. ამ ფონზე, განსაკუთრებული როლი ენიჭება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხადამჭერ მოწოდებებს ქვეყნის მასშტაბით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად აიცრას ქვეყნის მოსახლეობა, დაცული იყოს მათ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვინაიდან, კოვიდ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა გადის მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაციაზე.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათულობით იღუპება ამ ვერაგი დაავდებით, ასევე ამავდროულად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდააჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას.

ამასთან, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ბანერების შეცვლის თაობაზე, ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.

მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, ვინდაინდან პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების საშუალება“,-აღნიშნავს გამყრელიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს