თაზო დათუნაშვილი - თბილისს წიგნის დედაქალაქის სტატუსი 31 დეკემბრამდე აქვს, თუმცა კალაძე მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და ამ ინფორმაციას ბილბორებიდან აქრობს

კახა, ჩემო უწიგნურო მეგობარო, თბილისს წიგნის დედაქალაქის სტატუსი ერთი წლით მისცეს, კალენდარული წელი 31 დეკემბერს მთავრდება , - ამის შესახებ "ლელოს" კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლელო საქართველოდან“ აცნობეს, დათუნაშვილი გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, რომელიც მან ბანერების საკითხზე „ლელოს“ მისამართით გააკეთა.

ამასთან, „ლელოს“ ცნობით, დათუნაშვილი აცხადებს,რომ ის ყოველთვის თავს არიდებდა, კახა კალაძის "გაუნათლებლობაზე" ლაპარაკს, მაგრამ რადგან, დისტანციურად და ტელევიზიების საშუალებით დაიწყო დებატები დათუნაშვილი თვლის, რომ პასუხი დასაბრუნებელია.

„კახა, ჩემო უწიგნურო მეგობარო, თბილისს წიგნის დედაქალაქის სტატუსი ერთი წლით მისცეს, კალენდარული წელი 31 დეკემბერს მთავრდება.

ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი, ამიტომ ბანერი, რომელიც თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ამცნობდა იმას, რომ თბილისი წიგნის დედაქალაქია, უნდა დარჩენილიყო თავის ადგილას 31 დეკემბრამდე. შენი ცარიელი თავი და უმეტყველო ფიზიონომია - აი, ამიტომ არ უნდა გადაგეკრა, ამ კონკრეტულ ბანერებზე. მინდა პირადად მივმართო მოქმედ მერს და ავუხსნა, არ მეზარება, ალბათ, მისთვის წაკითხულის შინაარსის გაგება ცოტა უფრო რთულია ვიდრე ფულის მოპარვა და ბურთის დევნა", - აცხადებს დათუნაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა