ირაკლი კობახიძე - ნარკოდამოკიდებულება არ არის გახარიას მთავარი პრობლემა, მისი მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანას, გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა და მელიასთვის გადადგა

ნარკოდამოკიდებულება არ არის გახარიას მთავარი პრობლემა, მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან ქვეყანას, გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა და ნიკა მელიასთვის თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ნარკოტესტი არა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, არამედ ავსტრიულ კლინიკაში ჩააბარა, რომელსაც „სკანდალი უკავშირდება“.

„რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულებას, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება ამაზე საუბარი. პრაქტიკულად, მან საზოგადოებას მისცა აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს. როდესაც არ მივიდა სამხარაულის ბიუროში, გაექცა ამ ყველაფერს, მერე გაუგებარ ავსტრიულ კლინიკაში ჩააბარა ტესტი. ერთადერთია მთელ ევროპაში ეს კლინიკა, რომელსაც ტესტირებასთან დაკავშირებით სკანდალი უკავშირდება, ასეთ დროს ყველაფერი დღესავით ნათელია.

ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მას შემდეგ გავიგეთ, რაც კალაძემ გააჟღერა თავისი ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, მას აქვს ეს პრობლემა. საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის ამ პრობლემიდან და ნებისმიერი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე. ერთ რამეს ვიტყვი-ნარკოდამოკიდებულება არ არის გახარიას მთავარი პრობლემა, მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან ქვეყანას, გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა და ნიკა მელიასთვის თანამდებობიდან გადადგა. ამაზე მეტი პრობლემა ნარკოდამოკიდებულება ვერ იქნება“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ავსტრიაში ჩაიტარა. მისი თქმით, საქართველოში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მის მიმართ გარკვეული პროვოკაცია მზადდებოდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა