ირაკლი კობახიძე - უპრეცედენტოდ მშვიდია გარემო, რომელსაც ვხედავთ წინასაარჩევნოდ და ძალიან მნიშვნელოვანია, ასე გაგრძელდეს

უპრეცედენტოდ მშვიდია გარემო, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ამ წინასაარჩევნოდ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდი გარემო შენარჩუნდეს.

„თქვენ ხედავთ, რომ არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უპრეცედენტოდ მშვიდია გარემო, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ამ წინა საარჩევნოდ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება ჩვენ ვნახეთ რამდენიმე პროვოკაცია, ერთი იყო ქარელში, მეორე იყო ხელვაჩაურში, ერთი იყო ტელევიზიის შესრულებით და იყო პარტიული აქტივის შესრულებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმედია დასრულდება და იმედია, არ გაგრძელდება პროვოკაცია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შენარჩუნდეს მშვიდი და მშვიდობიანი გარემო ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს, იმისათვის, რომ მათ სათანადოდ შეაფასეს წინასაარჩევნო გარემო ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც საზოგადოებას ესაუბრება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წარმოუდგენია შემდეგი 4 წლის განმავლობაში თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება.

„ჩვენ ჩვენი რესურსით ვგეგმავთ საარჩევნო კამპანიას და ჩვენი კამპანია არის აბსოლუტურად პოზიტიური და ორიენტირებული იმაზე, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი ხედვები მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც საზოგადოებას ესაუბრება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წარმოუდგენია შემდეგი 4 წლის განმავლობაში თითოეული მუნიციპალიტეტის დედაქალაქი იქნება ეს თუ ნებისმიერი რეგიონში მუნიციპალიტეტი, ნებისმიერი მუნიციპალიტეტის განვითარება. ეს არის ჩვენი დღისწესრიგი და ჩვენ ვიქნებით კონცენტრირებული მთლიანად იმაზე, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში უზრუნველვყოთ თითოეული რეგიონის განვითარება“, - აღნიშნა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა