21 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძისა და მახალდიანის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ინტენსიურ, 24 - საათიან რეჟიმში ჩაატარებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან 22 სექტემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის, კონსტიტუციის, ჯავახიშვილის, წმინდა ნიკოლოზის, ხეთაგუროვის, სულიაშვილის, ნ. ჩხეიძის და გამცემლიძის ქუჩებს. გორკის, ჩიქობავას და თოიძის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge