ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - ცდილობენ, შექმნან შოუ და ცირკი, ჩვენ არ გვცალია

არ ვიცი ეს ვანო მერაბიშვილის დადგმული სპეკტაკლია, კიდევ ვინ შეიძლებოდა, რომ ამაში პარტიულ ტელევიზიას შეშველებოდა - ვანო მერაბიშვილს ჰკითხეთ და ის გეტყვით, რას აკეთებდნენ ხოლმე, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა შეკითხვას, აქვს თუ არა განცდა იმისა, რომ მასაც უსმენენ.

რაც შეეხება "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს იტყვის, აღიარებს, რომ ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული დანაშაულის მონაწილეა," ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სამადაშვილს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს "ქართულ ოცნებაზე" ისაბროს:

"არ ვიცი სამადაშვილი საერთოდ რა ლეგიტიმაციით საუბრობს, რომელ პარტიას წარმოადგენს და რა ლეგიტიმაციაზე საუბრობს, რომ ასე თამამად შეუძლია ისაუბროს "ქართული ოცნების" გუნდთან მიმართებაში. ამ ხალხს ამოეწურათ რესურსი, არაფერი აქვთ შესათავაზებელი ამომრჩევლისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ახლა ცდილობენ, შექმნან შოუ, ცირკი, რაც არაერთხელ უცდიათ და ჩვენ ცირკისთვის და შოუებისთვის არ გვცალია, ორიენტირებული ვართ კონკრეტულ წინასაარჩევნო კამპანიაზე, ველოდებით კონკრეტულ საგამოძიებო შედეგს და ამის შემდგომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს