„ჯივიპი” მანჯგალაძისა და მახალდიანის ქუჩების კვეთაზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

21 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძისა და მახალდიანის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ინტენსიურ, 24 - საათიან რეჟიმში ჩაატარებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან 22 სექტემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურთის რაიონში , წინამძღვრიშვილის, კონსტიტუციის, ჯავახიშვილის, წმინდა ნიკოლოზის, ხეთაგუროვის, სულიაშვილის, ნ. ჩხეიძის და გამცემლიძის ქუჩებს. გორკის, ჩიქობავას და თოიძის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო