რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აღნიშნავენ, დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს.

„უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის კი ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანას წმინდა მარიამ ღვთისმშობელი მფარველობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს