ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. მას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლოეს დღეებში გადაიყვანენ.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობას, როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, ბრალდებულს ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობა დაუდგინდა და ხერხემალზე ოპერაცია ესაჭიროება.

შეგახსენებთ, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო:ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა