„საქსტატი“ სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებთან შეხვედრების მართავს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის, გასვლით სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორ დღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები ეცნობიან საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, სერვისებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, განიხილავენ სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიურ თავისებურებებსა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს; იმსჯელებენ სხვადასხვა სტატისტიკური ინდიკატორებისა და მონაცემების საჭიროებებზე.

,,შეხვედრის ფარგლებში გაიმართება დისკუსია, განიხილება სტატისტიკურ მონაცემებთან არსებული საჭიროებები, რომელიც აისახება საქსტატის სამომავლო გეგმებში. შეხვედრა, რომელიც 20-21 სექტემბერს დაბა გუდაურში მიმდინარეობს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში ტარდება.

გასვლით სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სამინისტროების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ათი სამუშაო შეხვედრის ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს