ფინანსთა სამინისტრო - სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს უკვე აქვს სამივე სარეიტინგო სააგენტოს შეფასება და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე გადავიდა საკრედიტო რეიტინგების გაუარესების გარეშე. ამასთან, ვუახლოვდებით მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საშუალოვადიან პერიოდში, მივაღწიოთ საინვესტიციო რეიტინგს, რასაც არამხოლოდ რეპუტაციული, არამედ პრაქტიკული შედეგიც აქვს.

,,სააგენტოს განმარტებით, რეიტინგის შენარჩუნების მთავარი ფაქტორი პანდემიის პერიოდში გატარებული ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკა და პროგნოზირებადი და საიმედო ინსტიტუტებია. პანდემიამდელ პერიოდში გატარებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებულმა 4-წლიანმა პროგრამამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკას მომზადებული შეხვედროდა ეკონომიკურ კრიზისს.

სააგენტო დადებითად აფასებს პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს ყველაზე დაზარალებული შინამეურნეობებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ქვეყანას თავიდან აარიდა სისტემური პრობლემები და შედეგად, დღეს გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. სააგენტო ძლიერ მხარედ აფასებს ფისკალურ სექტორს. მიუხედავად პანდემიის პერიოდში გაზრდილი ვალისა, სააგენტოს შეფასებით, ვალი კვლავ რჩება მართვად დონეზე მომსახურების დაბალი ხარჯებიდან გამომდინარე. სააგენტო ასევე დადებითად აფასებს მთავრობის განზრახვას ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით.

ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, ვინაიდან ჩვენ ვუახლოვდებით მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საშუალოვადიან პერიოდში, მივაღწიოთ საინვესტიციო რეიტინგს. ამას აქვს არამხოლოდ რეპუტაციული, არამედ პრაქტიკული შედეგიც. ამ სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებულმა რეფორმებმა, მნიშვნელოვნად გაზარდა ეკონომიკის მოქნილობა საგარეო შოკების მიმართ, რის გარეშეც პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი იქნებოდა გაცილებით ღრმა და ხანგრძლივი.

პანდემიამდელ პერიოდში გატარებული რეფორმები, რამაც ხელი შეუწყო დანაზოგების ზრდასა და საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას, დადებითად აისახა, როგორც საკრედიტო რეიტინგებზე, აგრეთვე ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის უნარზე, სწრაფად აღდგენილიყო კრიზისის შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო