მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა.

როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, დავით ტაბიძეს საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში მას სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები: 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად, 2014 - 2015 წლებში იყო ფონდის გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურის უფროსი, 2015 - 2019 წლებში ეკავა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ხოლო 2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე იყო აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე.

მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, მას 15- წლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა კერძო სექტორში, კერძოდ, იგი 1999 წლიდან სხვადასხვა მენეჯერული პოზიციებს იკავებდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ორგანიზაციებში.

დავით ტაბიძემ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი შენგელია შეცვალა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა