ეროვნული ბანკი - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2-ზე, ხოლო პერსპექტივა - სტაბილურზე შეუნარჩუნა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2-ზე, ხოლო პერსპექტივა - სტაბილურზე შეუნარჩუნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს,

მათივე ინფორმაციით, გამოქვეყნებულ პრესრელიზში Moody’s-ი აღნიშნავს, რომ რეიტინგისა და პერსპექტივის "სტაბილურზე" შენარჩუნება განპირობებულია ფისკალური და მონეტარული ინსტიტუტების არსებული განვითარებით, რომელმაც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ვარდნაზე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება გახადა შესაძლებელი.

„ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოთხწლიანი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა, შოკების მიმართ ეკონომიკის მოქნილობას შეუწყო ხელი.

Moody's-ს ინფლაციის მიმდინარე 12.8%-დან ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებლამდე შემცირების მოლოდინი აქვს მას შემდეგ, რაც დროებითი ფაქტორები ამოიწურება და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა საერთაშორისო სასაქონლო ჯგუფების ფასებისა და მიწოდების შეზღუდვების გავლენას გადაწონის. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2020 წლის პიკური მაჩვენებლიდან (მშპ-ის 12.5%) პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელთან (მშპ-ის დაახლებით 5%) დაახლოებას დაიწყებს, გზავნილების, არატურისტული ექსპორტის მყარი ზრდისა და რეფორმების გრძელვადიანი სარგებლის რეალიზების ფონზე. ამ უკანასკნენლთა შორის მოიაზრება საპენსიო რეფორმაც, რომელიც შიდა დანაზოგების დაგროვებას უწყობს ხელს.

კვლავ მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის რისკი, რომელიც დოლარიზაციის, მართალია შემცირებულ, თუმცა ჯერ კიდევ მაღალ დონეს უკავშირდება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა