ხატია დეკანოიძემ ე.წ. სისხლიანი ბანერები გააპროტესტა და საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა. ხატია დეკანოიძემ თანაგუნდელებთან ერთად ე.წ. სისხლიანი ბანერები გააპროტესტა. დეკანოიძის თქმით, აღნიშნული ბანერების გაკვრით, საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა, ასევე ხდება სიძულვილის ენის ტირაჟირება.

ოპოზიცია საოლქო კომისიისგან სათანადო რეაგირებას მოითხოვს.

"ქუთაისში ყოველდღე იმატებს ზიზღის შემცველი ბანერები. ჩვენ სარჩელი შევიტანეთ, მოგეხსენებათ, ხელისუფლება ამბობს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო, თუმცა როგორც კი ამ ბანერებს აქტივისტებმა ნაჭერი გადააფარეს, პოლიციამ მაშინვე ჩამოხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩართულია სახელმწიფო. ყველაფერთან ერთად ირღვევა ბავშვთა უფლებები, რომლებიც სისხლიან ბანერებს ხედავენ, ასევე დარღვეულია „საარჩევნო კოდექსი“. მივმართავთ საოლქო კომისიას, რომ დაუშვებელია, საარჩევნო კამპანია შეიცავდეს ზიზღს და ძალადობის პროპაგანდას, ამიტომ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, დღეს შევიდა ოპოზიციის საჩივარი ბანერებთან დაკავშირებით. ლარინა ლალიაშვილი აცხადებს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად დაიწყება განხილვა და ათი დღის ვადაში მოხდება რეაგირება.

იხილეთ ვიდეო:ხატია დეკანოიძემ საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს