თინა ბოკუჩავა, ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით აძლევს ჩვენებას

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას დაკითხვა მიმდინარეობს.

ბოკუჩავა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აძლევს ჩვენებას.

როგორც ბოკუჩავა აცხადებს, ის ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, თუმცა, არ აპირებს, გამოძიებას აღნიშნული ინფორმაციის მიღების წყარო დაუსახელოს.

„ამ კრებსებში, ერთ-ერთ ეპიზოდში როგორც ჩანს, ვფიგურირებ. თუმცა, სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში უფლება მაქვს, რომ აღნიშნულ წყაროსთან დაკავშირებით გამოძიებას ინფორმაცია არ მივაწოდო. პროკურატურა თავად დამიკავშირდა ჩემ საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით, თუმცა, მე ვაპირებდი მათთვის მიმართვას, რომ გამოძიება დაწყებულიყო, რადგან საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ჩემი საუბრები იწერებოდა.

საუბარია არა მხოლოდ ერთი დეპუტატის მიყურადებაზე, საუბარია სისტემურ უკანონო მოსმენებზე. რა თქმა უნდა, ამ პროკურატურის და სასამართლოს იმედი არ მაქვს, ნდობა არ მქონდა პროკურატურისაც, ვინაიდან ეს ივანიშვილის ხელში პოლიტიკური დევნის იარაღია, იქ გამოკითხვაზე უარი ვთქვი და სასამართლოს წინაშე მოვითხოვე დაკითხვა. მოსამართლე კალატოზიშვილი, რომლის წინაშეც უნდა დავიკითხო, პოლიტიკურ საქმეებში ფიგურირებს და არ ერიდება პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას. ამიტომ შემიძლია განვაცხადო, რომ ამ გამოძიების მიმართ მაღალი სანდოობა ნამდვილად ვერ მექნება, თუმცა, ფორმალურად და პროცესუალურად ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მივყვეთ",- განაცხადა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო