კახა კუჭავა - ნამდვილად არ მადარდებს ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა რამ შეიძლება გამოიწვიოს და რას უნდა ნიშნავდეს

ნამდვილად არ მადარდებს ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა რამ შეიძლება გამოიწვიოს და რას უნდა ნიშნავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ „2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია“, კუჭავა ამბობს, რომ „წინასაარჩევნოდ ყველა ცდილობს, გამორჩეული იყოს გამონათქვამებში“.

„ფაქტი ერთია, რომ ოპოზიციაში აქაც არაა ერთობა, რომ სხდომა ჩატარდეს. ოპოზიციის ნაწილს არ სურს სხდომის ჩატარება და რომც მოვიწვიოთ სხდომა, მათთვის კარგი მიზეზი იქნება თქვან, რომ სხდომა ჩატარდა არჩევნებამდე და არ მიეცათ კამპანიის ჩატარების საშუალება", - განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, განაცხადა, რომ "2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო