კახა კუჭავა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებაზე - ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომელიც არ ცნობს მსგავს ე.წ. არჩევნებს

ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომელიც არ ცნობს მსგავს ე.წ. არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების ჩატარებას გამოეხმაურა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, დღეს ამ კუთხით საქართველოს მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველაზე მაღალ დონეზეა.

„ფაქტი არის, რომ ამას ვერანაირი სამართლებრივი საფუძველი ვერ ექნება. რუსეთი აგრძელებს თავის პოლიტიკას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს მსოფლიოში არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით და ასეც გავაგრძელებთ“, - განაცხადა კუჭავამ.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზოგიერთ განცხადებაში მხოლოდ უკრაინაა ნახსენები, კუჭავა ამბობს, რომ „განცხადებას გააჩნია და ზოგან მხოლოდ საქართველოა მოხსენიებული, ზოგან მხოლოდ უკარაინა, ზოგან კი ორივე ერთად“.

„ფაქტია, რომ დღეს ამ კუთხით საქართველოს მხარდაჭერის მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალ დონეზე. ეს არის ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის გაეროს რეზოლუციაა, სადაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერის სარეკორდო მაჩვენებელი აქვს, ყველაზე დიდი რაოდენობის ქვეყანა უჭერს მხარს. ეს არის იმ პრაგმატული პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში“,- განაცხადა კუჭავამ.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს