მიხეილ სარჯველაძე მოსმენებთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებაზე - კალაძის განცხადების გაკრიტიკების არანაირი საფუძველი არ გაგაჩნიათ

ის, რაც კახა კალაძემ თქვა, აბსოლუტურად ნორმალური და სწორია - მათ შორის, ვენის კონვენციაზე დაყრდნობით, კალაძის განცხადების გაკრიტიკების არანაირი საფუძველი არ გაგაჩნიათ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, რომ ვისაც საჭიროა, უნდა მოუსმინონ, კანონის ფარგლებში, მათ შორის, დიპლომატებსაც.

სარჯველაძის თქმით, კალაძის განცხადების ინტერპრეტირება ხდება.

„ნუ გააკეთებთ ინტერპრეტაციებს და გაიგეთ ეს, როგორც ნათქვამია. პირდაპირ გეუბნებით, ზოგადად მოსმენა არის სამართალდაცვითი ინსტრუმენტი, რომელიც სამართლებრივი პროცედურების დაცვით გამოიყენება. ავტომატურად მოსმენის უკანონოდ მიჩნევა რასაკვირველია, არასწორია, აქვს ამას თავის სამართლებრივი პროცედურები, რომელიც მოქმედი კანონდებლობით არის გაწერილი. დაუშვებელი და მიუღებელია კანონის დაუცველად მოსმენა, ამაზეა საუბარი და ეს ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებული მოვლენებია და ის, რაც ბატონმა კახიმ ბრძანა, მე ვფიქრობ აბსოლუტურად ნორმალური და სწორია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება ვენის კონვენციას, სარჯველაძე აღნიშნავს, რომ კონვენცია ელჩების მოსმენასთან მიმართებით აბსოლუტურ ჯავშანს არ ქმნის.

„ვენის კონვენციით არის განსაზღვრული პროცედურები, რომელსაც აქვს ბუნებრივია პრიორიტეტი, მათ შორის, ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან მიმართებით, მაგრამ ეს არ ქმნის ობიექტურად აბსოლუტურ ჯავშანს, მათ შორის, ისეთი შემთხვევებისთვის, როცა ორი ადრესატი ჰყავს საუბარს და ა.შ. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა, იქაც, შემდგომ ამ ჩანაწერის გამოყენებასაც თავის რეგულირება გააჩნია და ა.შ. ეს განსხვავებული რეგულირებაა და ვფიქრობ, ამ არგუმენტებით, მათ შორის, ვენის კონვენციაზე დაყრდნობით კალაძის განცხადების გაკრიტიკების უბრალოდ არანაირი საფუძველი არ გაგაჩნიათ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, სავარაუდო, უკანონო ფარული ჩანაწერების საკითხზე კომენტირებისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ სუს-მა უნდა მოუსმინოს კანონის ფარგლებში მათ, ვისაც საჭიროდ ჩათვლის, მათ შორის დიპლომატებსაც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს